“გილოცავ დაბადების დღეს, ძვირფასო სანდრა!.. ცხოვრება კაიფია“ – სოსო პავლიაშვილმა ქალიშვილის დაბადების დღე სოჭში გრანდიოზულად აღნიშნა

340

რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე გრან­დი­ო­ზუ­ლად აღ­ნიშ­ნა. ოჯა­ხი სან­დრა პავ­ლი­აშ­ვი­ლის იუ­ბი­ლეს­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად სოჭ­ში ჩაფ­რინ­და და სა­ღა­მოს რეს­ტო­რან Gold Marin-ში მო­ილ­ხი­ნა.

“გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს, ძვირ­ფა­სო სან­დრა! მად­ლო­ბა, ძვირ­ფა­სო სოჭო! ასე­თი სა­ღა­მო­ე­ბი­დან იქ­მნე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბა… ცხოვ­რე­ბა კა­ი­ფია…“ – წერს მომ­ღე­რა­ლი და წვე­უ­ლე­ბი­დან ფო­ტო­ებ­სა და ვი­დე­ო­ებს აქ­ვეყ­ნებს…

სან­დრა პავ­ლი­აშ­ვი­ლი მომ­ღერ­ლის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც მო­ცეკ­ვა­ვე ირი­ნა პა­ტა­ლა­ხის­გან შეე­ძი­ნა. წყვილს კი­დევ ერთი სა­ერ­თო შვი­ლი, უფ­რო­სი გო­გო­ნა ჰყავს. მოს­კოვ­ში სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობს მისი ვაჟი – ლე­ვა­ნი პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან.

სან­დრა პავ­ლი­აშ­ვი­ლი მა­მის კვალს გაჰ­ყვა და ბედს სიმ­ღე­რა­ში ცდის. სა­ღა­მო­ზე მომ­ღერ­ლის ქა­ლიშ­ვილ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, რუ­სეთ­ში აკ­რძა­ლულ “ინ­სტაგ­რა­მის” ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Сосо Павлиашвили (@soso_pavliashvili_official)