“მაინც დამტოვა…” – ეკა ჩხეიძის პირველი გამოხმაურება მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

658

ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამის გარდაცვალებაზე სამწუხარო პოსტი მსახიობმა – ეკა ჩხეიძემ დაწერა.

„მაინც დამტოვა…”ინტერვიუს ნაწყვეტი ეკა ჩხეიძესთან: „მამას სამი ქალიშვილი ჰყავს და სამივე განსაკუთრებულად უყვარს. ის ყველაზე დიდი საჩუქარია. არ დამავიწყდება, ახალ წელს მაღალი სიცხე მქონდა და საწოლში ვიწექი. მეხვეწა, იქნებ ცოტა ხნით წამოდგე, ფეხზე დამდგარი შეხვდი ახალ წელს და მერე ისევ დაწექიო. ხათრი ვერ გავუტეხე და ზუსტად 12 საათზე, გული წამივიდა. ვის ახსოვდა ახალი წელი. მამასთან, პირად საკითხებზე საუბარი ყოველთვის მიჭირდა, ხათრი და დისტანცია მქონდა და ვერიდებოდი. ერთადერთი, გათხოვება რომ გადავწყვიტე და ჩემი რჩეული გავაცანი, არჩევანი მომიწონა. არ დამავიწყდება, ჩემი და თეონა პირველ ქმარს რომ გაშორდა, საყვედური უთხრა თემურმა. ის კი შემოუბრუნდა და უპასუხა, შენც იგივე არ ქენიო. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა და დავდიოდი ხატვის გაკვეთილებზე. ძალიან მონდომებული ვიყავი და ვფიქრობდი, ამ კუთხით წასულიყავი სამომავლოდ.მამას რომ ვაჩვენე ჩემი ნახატები, დახედა და მითხრა, ასე მეც კი ვხატავო. აი, იქ დასრულდა ჩემი მხატვრობა. ბალერინობაც მინდოდა, მამიდას, მაკა მახარაძეს სულ დავყავდი სპექტაკლებზე, „სუხიშვილებშიც” ვცეკვავდი, მაგრამ მამამ აქაც პროტესტი გამოთქვა. რა გინდა, 37 წლის ასაკში პენსიონერი გახდეო?! სიმართლე გითხრათ, დღემდე მიყვარს ცეკვა და სპექტაკლებში ძალიან მეხმარება ჩემი ძველი გამოცდილება ამ სფეროში. ახლა ვხვდები, მამას უნდოდა მსახიობი გამოვსულიყავი, მაგრამ ამას პირდაპირ არ აღიარებდა”, – აღნიშნავდა ჩხეიძე.