“კანონიერ ქურდებს” შორის დიდი ბრძოლა დაიწყო – ტარიელ ონიანმა ლავასოღლის სტატუსი ჩამოართვა

530

ე. წ. კანონიერ ქურდებს ტარიელ ონიანს, იგივე, ტაროს და ვარლამ კუხიანიძეს, იგივე, „ვატიას“ შორის კონფლიქტი კრიმინალურ ომში გადაიზარდა.

მონტენეგროში ქურდების ჩხუბის შემდეგ, ტარიელ ონიანმა ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც ვარლამ კუხიანიძეს და მის მეგობარს მინდია გორაძეს (ლავასოღლი) კანონიერი ქურდის ტიტული ჩამოართვეს.

გადაწყვეტილების მოტივი კი „კრიმინალური გენერლის“ ავთანდილ ტუღუშის, იგივე, „ავთო სამტრედსკის“ ცემა გახდა.

ვარლამ კუხიანიძემ და მინდია ლავასოღლიმ გადაწყვეტილება არ აღიარეს.

„ტელეგრამ“ არხი ВЧК-ОГПУ-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კანონიერი ქურდები ონლაინ შეხვედრას რამდენიმე ქალაქიდან ერთვებოდნენ.

ვარშავიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ლევან ფერაძე, თეიმურაზ ჯალაღანია, გიორგი გურჩიანი და სხვა „კანონიერი ქურდები“ ტრაპზონიდან: მერაბ ჭეიშვილი – „ჟორჟიკიჩი“, რევაზ ლორთქიფანიძე – „რეზო თბილისკი“, ირაკლი ფიფია ანტალიიდან: ლაშა ნიჟარაძე, რამაზ ძნელაძე – „რამაზ ქუთაისკი“ და სხვ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას 50-მდე „კრიმინალური გენერალი“ ესწრებოდა.

პირველი სიტყვა შეხვედრაზე ტარიელ ონიანმა თქვა:

მან დაასახელა მიზეზები, თუ რატომ მოითხოვა ვარლამ კუხიანიძისა და მინდია ლავასოღლისთვის ტიტულის ჩამორთმევა.

ონლაინ შეხვედრაზე ავთანდილ ტუღუშმა, იგივე, „ავთო სამტრედსკიმ”  დაპირისპირების შესახებ დეტალურად ისაუბრა.

ტუღუშის თქმით, მონტენეგროში მისი ცემა ერთ-ერთ რესტორანში წინასწარ იყო დაგეგმილი.

რა გაგრძელება ექნება ქართველი „კანონიერი ქურდების“ ფართომასშტაბიან დაპირისპირებას, ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ უახლოეს ხანში, კიდევ ერთი ონლაინ შეხვედრა გაიმართება.