“რუსეთი ისე მიყვარს, მოფერებით სამშობლუკას ვეძახი“

523

რუსი ჟურნალისტი და კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ისევ რუსული პოზიციების ძლიერ მხარეებზე საუბრობს. მისი მტკიცებით, დონბასში საომარი მოქმედებები ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ეს მსოფლიოს ჰგონია:

„ვინმეს ახსოვს, როგორ დაბომბა 8 წლის წინ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში ბავშვებით სავსე პლაჟი? ეს მაშინ, როცა იქ არ იყო რუსი სამხედრო, საქმე ისაა, რომ ისინი დონბასს რუსი ხალხით დასახლებულ ტერიტორიად მიიჩნევენ. შესაბამისად ყველა, ვინც იქ ცხოვრობს, მათთვის  ნაძირალაა.  მათი მიზანი იყო, ყველა გაქცეულიყო, ან ვინც დარჩებოდა მომკვდარიყო, ამაშია დამნაშავე ჩემი ქვეყანა?” – ამბობს სიმონიანი.

მისივე თქმით, რუსეთი ყველაზე სამართლიანი სახელმწიფოა და მას მსოფლიო უსამართლოდ ექცევა: „რუსეთი ისე მიყვარს, მოფერებით სამშობლუკას ვეძახი“ – დასძენს სიმონიანი.

https://fortuna.ge