“აღარ გვაქვს სტუდია… ვეძებთ სივრცეს” – რას წერს “მთავარი არხის” ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი, მწერალი ნესტან კვინიკაძე
არსებული ინფორმაციით, “მთავარ არხზე” გადაცემების ნაწილი იხურება, მათ შორისაა იუმორისტული შოუები. ამის შესახებ გუშინ ინფორმაცია ცნობილმა ტელესახემ, ნიკა ქავთარაძემ გაავრცელა.
გადაცემების ნაწილი სტუდიის გარეშე დარჩა და ალტერნატიულ სივრცეს ეძებენ.
მაგალითად, მსგავსი პრობლემა აქვს “ლიტერატურულ სამკუთხედს.” გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი, მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძე აღნიშნულის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
“აღარ გვაქვს სტუდია. ვეძებთ სივრცეს, საიდანაც შაბათს ლიტერატურული სამკუთხედი ეთერში გავა”, – წერს მწერალი.