“მადლობა უფალს, ირმა გადარჩა“

274

 ცნობილი გახდა, რომ მომღერალი ირმა არავიაშვილი კონცერტის შემდეგ შეუძლოდ გახდა.

„ემიგრანტების იმედის“, შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, მომღერალი ირმა არავიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

„გონზე მოვიდა გილოცავთ ყველას… ველოდებით თავის ტვინის ტომოგრაფიის პასუხს. ასევე გაუკეთდა სხვადასხვა სახის ანალიზი. ექიმები ჯერ არაფერს გვეუბნებიან…ბევრნი ხართ ყველას ვერ გწერთ აუცილებლად გავაკეთებ ლაივს და ჩავწერ ექიმების კომენტარებს როდესაც დიაგნოზი იქნება ცნობილი…. მთავარია მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თვალები გაახილა ასე თუ ისე ესაუბრა ექიმებს და ჩვენც ცოტათი დავწყნარდით გუშინ უგონოდ იყო როგორც გითხარით…. შიგნით არ გვიშვებენ საბოლოო პასუხებს ყველას გაგაგებინებთ ირმას ჯანმრთელობის შესახებ…. ის ისევ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ძალიან ნანერვიულები ვარ და ბოდიში ვერ გპასუხობთ ჯოჯოხეთური დღე მქონდა გუშინ…..მადლობა ყველა ემიგრანტს თუ არაემიგრანტს.ვისაც ირმა არავიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაწუხებთ მინდა გითხრათ რომ ირმა გადარჩა! მადლობა უფალს ათასჯერ და უფრო მეტჯერ…მადლობა ემიგრანტებო უღრმესი მადლობა ყველას ღმერთმა ასმაგად დაგიბრუნოთ ის სითბო და სიყვარული რაც ჩვენთვის გაიმეტეთ და გააგრძელებთ მომავალშიც სიკეთით გადამეხადოს თითოეული თქვენგანისთვის.მადლობა მისი ოჯახის სახელით. მადლობა სიყვარულისთვის…გუშინ ამდენი ადამიანი ლოცულობდა მასზე გული გამითბა… მე შოთო სიხარულიძეს თქვენ მაბედნიერებთ გული სიხარულით მაქვს სავსე ყველა წამალზე მეტად თქვენი სითბო და სიყვარული მამშვიდებს და მხარში დგომა მძიმე დროს ყოველთვის ჩემს გვერდით ხართ მადლობა ამისთვის ხანდახან მგონია არ ვარ ამდენი სიყვარულის ღირსი თქვენით ვარ რაც ვარ”, – აცხადებს შოთო სიხარულიძე.