“როგორ ველოდებოდი…” – რას წერს გიორგი გასვიანი აფხაზ ბლოგერზე, რომლის წინააღმდეგ სოხუმში საქმე აღძრეს?

368

ტელეწამყვანი, გიორგი გასვიანი აფხაზ ბლოგერზე სოციალურ ქსელში წერს:

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა!
როგორ ველოდებოდი იმ დღეს, როდესაც ჩემთან გადაცემაში სტუმრად მოვიდოდა აფხაზი და ისაუბრებდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე, ისეთი ჯანსაღი პოზიციით, როგორც ჩვენ გვესმის!!

 მგონი ყინული დაიძრა..

ეს არის აფხაზი 28 წლის ტიკტოკერი ბლოგერი დაურ ბუავა, რომლის წინააღმდეგ აფხაზეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ღალატის მუხლით! ის ძალიან ცნობილი ბლოგერია და საუბრობს ქართველებისა და აფხაზების თანაცხოვრების პერსპექტივაზე! ვფიქრობ მომავალში ბევრი თანამოაზრე შეუერთდება დაურს!! დღეს ჩემი გადაცემის სტუმარი იყო რადიო ჯორჯიან თაიმსის ეთერში დაურ ბუავა მიხეილ კვატაშიძესთან ერთად (ორგანიზაცია “ამრა”)”, – წერს გასვიანი.