“არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს, რაც მე მაგას გავუკეთე…”

1,680

პიანისტი და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის შესახებ საუბრობს და გადაცემაში “სხვა კითხვები” ამბობს, რომ მასთან არანაირი ურთიერთობა აქვს. როგორც პიანისტი ჰყვება, სწორედ მან წაიყვანა 10 წლის ხატია ავსტრიაში.

“არანაირი ურთიერთობა არ მაქვს და არც მინდა მქონდეს არასოდეს. ბუნიათიშვილი არის 10 წლით ჩემი წაყვანილი ავსტრიაში და საერთოდ არის ჩემი ინიციატივა მაგ ბავშვის გზის გაკვლევა. მე ვამაყობ იმით, რაც ჩვენ გავაკეთეთ და ოთხი წლის განმავლობაში ვასწავლეთ, თუმცა მერე ცუდად იყო რაღაც სიტუაციები გამო, დაიძაბა სიტუაცია და ძალიან უნდა მთელი გულით, რომ არსად ეს არ ჩანდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ დაიმალება. პირადად არავითარი კონფლიქტი არ მაქვს და არც არავითარ კონფლიქტს არ ვაპირებ არასოდეს. ისეთი რაღაცები, რაც მე პირადად მაგას გავუკეთე, უნიჭიერესი ბავშვი, რომელიც იყო ათი წლის მე წავიყვანე ავსტრიაში მიშელ სონის მეთოდზე გაიზარდა ავსტრიაში და ახლა ადამიანი იძახის, რომ არაფერი არავის არ გაუკეთებია და როგორ არის ახლა ეს აბა. ერთის მხრივ კარგი საქმე გავაკეთე, მაგრამ პირადული ურთიერთობა არ მაქვს”, – ამბობს ბოლქვაძე.