“ხათუნა ისე ცუდად გახდა, შემეშინდა, ხელიდან არ გამომცლოდა”

544

მსახიობ მალხაზ ქვრივიშვილის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც მის გვერდით ხათუნა ფეიქრიშვილი გამოჩნდა. ორივე აღიარებს, რომ ნამდვილი მეორე ნახევარი იპოვა, თუმცა ამ ძიებას ორივე მათგანმა ბევრი წელი შეალია, რომელთა უკან უიღბლო ქორწინებებია.

მალხაზმა ინფარქტი გადაიტანა და რომ არა ხათუნას დროული რეაგირება, შეიძლებოდა ტრაგიკული შედეგი დამდგარიყო. დაახლოებით ერთი წლის წინ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო – დედა, ლილი ასათიანი, გამოეცალა ხელიდან. ამ დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს ის უმსუბუქებს, რომ დედას სიკვდილის წინ აუსრულა ოცნება და თავის საყვარელ რუსთაველის თეატრში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

ხათუნა: რაც დრო გადის, უფრო ტკბილი და ძვირფასი ხდება ერთად ყოფნა. ამ სიყვარულმა ჩვენი ცხოვრება დაამშვიდა. ღმერთს ვთხოვ, მის ცუდს არ მომასწროს. 10 წლითაა უფროსი, მაგრამ მირჩევნია, მე წავიდე ამქვეყნიდან მახოზე ადრე.

მალხაზი: ხათუნას მისია ერთია, რომ სიყვარული აფრქვიოს. ისეთი ოჯახური სიმყუდროვე შემიქმნა,სახლში ყოფნა შემაყვარა.არ იფიქროთ, სიტუაციას ვალამაზებთ, რეალურად ასე გამოიყურება ჩვენი ტანდემი.

ხათუნა: თავის მოტყუება არ გვჭირდება.ასეთი დიდი სიყვარული, რომ არ მქონდეს, ისეთ ასაკში ვარ,თავს არ მოვიტყუებდი და ვიღაცის დასანახად არ გავჩერდებოდი.

– ცოტა ხნის წინ ხათუნა ანერვიულეთ, როდესაც გულის შეტევით კლინიკაში მოხვდით.

ალხაზი:. ხათუნასგან უსაზღვრო ზრუნვა ვიგრძენი. ჩემი დაკარგვის შიში დავინახე. შემდეგ ეს ყველაფერი დედაჩემთან მიმართებაშიც ვნახე, როდესაც ის ავად გახდა.ჩემს შვილებს, ყველა იმ ადამიანს სცემს პატივს, ვინც ჩემთვის ძვირფასია.

ხათუნა: ისე ვარ შეშინებული, რაღაცამ რომ შეაწუხოს, ჩემი შიშით ვეღარ იტყვის. გულთან ხელი როცა მიაქვს, ისეთ სახეს ვიღებ, მაშინვე მამშვიდებს.

მალხაზი: ისეა დაპანიკებული,მაშინვე სასწრაფოში რეკავს და ხალხის შესაყრელად ემზადება.

– კიდევ ერთი სირთულე გადაიტანეთ – დედის გარდაცვალება…

ხათუნა: რომ ვუყურე, როგორ ჩააკვდა ხელში მახოს და მის შვილ ანდრიას, საავადმყოფოში გადასაყვანი მე გავხდი. ახლა გამოვტყდები, დედამთილს უკან მივყვებოდი. სასწრაფოს დასახვედრად გავვარდი და ლიფტში ისე ცუდად გავხდი, სასწრაფოს მოსასულიერებელი გავუხდი.

მალხაზი: ხათუნამ ისე შემაშინა, აქეთ დავრბოდი მის მოსავლელად, რომ ესეც არ გამომცლოდა ხელიდან.

ხათუნა: ვნერვიულობ, რომ აქეთ დამჭირდა გვერდში დგომა. გულს მხოლოდ ის მიმშვიდებს, რომ ლილის ოცნება ახდა, მახო რუსთაველის თეატრში დაბრუნდა.

მალხაზი: მართლა ძალიან განიცდიდა ჩემს უთეატრობას და უბედნიერესი იყო, როდესაც რუსთაველის თეატრის სცენაზე ისევ დავდექი.