“ისეთი პირი უჩანს, კვლავ შემოგვიტევს კოვიდი, თუ უკვე არ შემოგვიტია”

263

“ისეთი პირი უჩანს – კვლავ შემოგვიტევს კოვიდი,” – ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი დავით გადელია წერს.

როგორც გადელია აღნიშნავს, ქვეყანაში ახლა კოვიდის მხოლოდ შედარებით იოლი, ომიკრონის შტამი ცირკულირებს, თუმცა არც ესაა უხიფათო.

“როგორც წესი, საყვედურს საკუთარი თავით ვიწყებ ხოლმე: ძალიან გავთამამდი და გავუბერე, საერთოდ აღარ ვიკეთებ პირბადეს.

ძირითადად იმიტომ, რომ ალერგია მომცა სახეზე. მანამდე ერთი წუთითაც არ ვიშორებდი და მთელი პანდემია “სუფთად” გადავრჩი.

ახლა, ვშიშობ ჩემი გათამამება ფასი დამიჯდება..

ცოტა იმის იმედიც მაქვს, რომ ჩვენთან ახლა კოვიდის მხოლოდ შედარებით იოლი, ომიკრონის შტამი ცირკულირებს. თუმცა არც ესაა მთლად უხიფათო…

სამწუხაროდ, ამ სითამამეში მარტო არ ვარ და ისეთი პირი უჩანს – კვლავ შემოგვიტევს კოვიდი. თუ უკვე არ შემოგვიტია,” – წერს დავით გადელია.