“ყველაზე საინტერესო დაბადების დღე ცხოვრებაში, საჩუქრად ველი ჩემს ნაცვლად 3 ივლისის აქციაზე მისვლას”

355

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

გვარამია საზოგადოებას დაბადების დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ საჩუქრად, 3 ივლისის აქციაზე მის ნაცვლად მოქალაქეების მისვლას ელის.

“46.
ყველაზე საინტერესო დაბადების დღე ცხოვრებაში.

დიდი მადლობა მოლოცვებისთვის ყველას, განსაკუთრებით ჩემს შვილს გიკოს და ჩემს გუნდს – “მთავარ არხს”.

P.S. საჩუქრად ველი ჩემს ნაცვლად 3 ივლისის აქციაზე მისვლას.
მადლობა წინასწარ”, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.