“უიშვიათესი ცრუპენტელაა და, როგორც ვატყობ, ნათელაშვილის ნიშის დაკავებას ცდილობს”

1,210

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი ალექსანდრე ელისაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

„მრავალი წელია ჩვევად მაქვს, რომ რ2-ს არ ვუყურებ, მაგრამ ახლა ჩამოსქროლვის ამბავში შემომეყურა – თავხედი ცრუპენტელა ელისაშვილი იჯდა და, მეთქი, ამჯერად რას აპარჭყალებს…
ჰოდა, ჟურნალისტი ეკითხება, როგორ წარმოგიდგენიათ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობაო და, ამან, ამ გაიძვერამ, ილაპარაკა ამბროლაურის გირჩებზე – რაჭიდან დანიაში თესლი მიაქვთ, ზრდიან, 300 მლნ. აქვთ შემოსავალიო და აქვე გავზარდოთ ის ნაძვებიო…
მეორე იყო, ღვინის სამშობლო ჩვენ ვართ, მაგრამ საფრანგეთი ჩვენზე მეტ ღვინოს ყიდისო…
აი, ეს არის ამ ყლორტის ეკონომიკური კონცეფცია, რაც, ალბათ, სოროსის ფონდში ნაცების დროს მედია-ჟანდარმად მუშაობისას შექმნა.
ნუ, მანამდე ტიროდა, იმხელა კრედიტი მაქვს, კიდევ 10 წელი უნდა ვიხადოო…
იშვიათი, უიშვიათესი ცრუპენტელაა და, როგორც ვატყობ, ნათელაშვილის ნიშის დაკავებას ცდილობს…“ – 
წერს იაკობაშვილი.