ჟურნალისტი მაკა რაზმაძე გარდაცვლილ ძმას, გიორგის, ემოციურ პოსტს უძღვნის. დღეს მისი ძმის დაბადების დღეა. ჟურნალისტი პოსტთან ერთად გიორგის ფოტოსაც აქვეყნებს.
„3 ივლისი ჩემი გიოს დაბადების დღეა, 6 ივლისი წასვლის… უბედნიერესი ვიყავი და მერე ყველაზე უბედური. სამუდამოდ 19 დარჩა.
აფხაზეთის ომმა რამდენ ოჯახს დაუტოვა ასე ჩემსავით ძვირფასი ადამიანების მხოლოდ 19 წლის ასაკის უკანასკნელი ფოტო…
ნეტავ სად ხარ ახლა გიორგი? როგორი ხარ? ან როგორი იქნებოდი ნეტა?“,- წერს მაკა რაზმაძე.