“არანაირი სიმპტომი არ მქონია… კიდევ კარგი, კლინიკაში მივედი, თორემ რა მოხდებოდა, არ ვიცი”

368

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ცოტა ხნის წინ, პნევმონია გადაიტანა. ის ფილტვების ანთებით კლინიკაში, ლევან რატიანთან გადიოდა მკურნალობის კურსს. მომღერალი ჟურნალ „თბილისელებთან” საუბრობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„საბედნიეროდ, უკეთ ვარ, ბევრად უკეთ, მაგრამ ჯერჯერობით მკურნალობას მაინც ვაგრძელებ, იმიტომ, რომ სერიოზული ანთება მქონდა ორივე ფილტვში. მდგომარეობა საკმაოდ რთული იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, გავუმკლავდით”.


როგორ მოხდა ეს ამბავი?

“არანაირი სიმპტომი არ მქონია. არც გაციებული ვყოფილვარ, არც მახველებდა, რამე ხომ უნდა მეგრძნო? ღამე უცებ ამიწია სიცხემ. ძალიან მაღალი ტემპერატურა მქონდა ერთი დღე და რომ არ დამიწია, მერე უკვე ლევან რატიანთან მოვხვდი. ლევანი ჩემი მეგობარია. გადამიღეს და ორმხრივი პნევმონია დამიდგინდა. მოკლედ რომ ვთქვათ, დროულად მივედი. საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა იყო და მაშინვე მკურნალობა დავიწყეთ

შემდეგ სეფსისზე წერდნენ. კლინიკაში კიდევ დამძიმდა მდგომარეობა?

“იმ დღეს უკვე დამძიმებული იყო და კიდევ კარგი, მივედი, თორემ მერე რა მოხდებოდა, არ ვიცი. ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვებოდა, ეს ნამდვილად ვიცი…“