“ბოკერიამ ჯერ ელისაშვილზე თქვა დიდი ცხვირი აქვსო, მერე ჩარკვიანზე – უეკზოტიკურესი ფიგურააო”

674

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე  სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

“ქართული მედიის პრიორიტეტები:
ბოკერიამ ჯერ ელისაშვილზე თქვა დიდი ცხვირი აქვსო, მერე ჩარკვიანზე – უეკზოტიკურესი ფიგურააო.
ელისაშვილმა რაღაც უპასუხა, რასაც ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.
ჩარკვიანს ჯერ არ უპასუხნია, მაგრამ უპასუხებს და ჩერგოლეიშვილი აუცილებლად გამოეხმაურება.
ჰოდა ამ დაძაბული პოლიტიკური ბრძოლის დროს თამუნა ვარშალომიძეს წიწიბურა მიეწვა”, – წერს გია გაბრიჭიძე.