“თუ ამ ბოთლს იპოვი, დარეკეთ ამ ნომერზე“, – წერია ფურცელზე, რომელზეც ტელეფონის ნომერი და წერილის ავტორის სახელი და გვარიც – დონ კენდრიკი ეწერა.
მპოვნელმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და დაწერა: “დავრეკეთ ამ ნომერზე, მაგრამ ის გამორთული იყო”.
მის პოსტს არაერთი კომენტარი მოჰყვა. ერთ-ერთი ადამიანი წერდა: “ჩემი მეუღლე დონ კენდრიკია. მან მიამბო, რომ ბავშვობაში წერილი ბოთლში ჩადო და წყალში გადააგდო. დილით ვკითხავ, თუ ეს ისაა. მის ხელწერას ჰგავს”. ცოტა ხნის შემდეგ, ამავე კომენტარის ავტორმა დაწერა: “დიახ, ეს დონის ბოთლია. ის 11 წლის იყო, როცა მდინარეში 4 ბოთლი ჩააგდო. ვინ იფიქრებდა, რომ 44 წლის შემდეგ ის მას დაუბრუნდებოდა”.