მომღერალი და ტელეწამყვანი, ნინი ბადურაშვილი მის პირად ცხოვრებასა და ყოფილ მეუღლეზე საუბრობს. მომღერლის განმარტებით, მისი გათხოვების შემდეგ საზოგადოებიდა მათ მიმართ დაუმსახურებელი რეაქცია წამოვიდა.
ემოციურად მაშინ ვფიქრობდი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე, ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით კარგად, ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა მე და მისი დაქორწინება. არც ის მიცნობდა და არ იცოდა ჩემი ხასიათი, არც მე ვიცნობდი მას ხასიათით, შესაბამისად, ალბათ მაგიტომ მოხდა ასე მალე ჩვენი განქორწინება. შეიძლება მეც გამეწია ანგარიში, მასაც, უფრო დიდ ხანს ვყოფილიყავით, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც ასე დამთავრდებოდა, როგორც დასრულდა, რადგან ტიპაჟურად მაინც ვერ ვიყავით ერთნაირი”, – აღნიშნა ბადურაშვილმა გადაცემაში “ნოესთან”.
კითხვაზე, შეიძლება წყვილის ქორწინება ჩაითვალოს გარიგებით ქორწინებად? – მომღერალი უარყოფით პასუხს სცემს.
“არა, არ ჩავთვლი. კონცერტი ტარდებოდა მოსკოვში და იმ ღონისძების ორგანიზატორი უნდა ყოფილიყო”, – თქვა ნინი ბადურაშვილმა და აღიარა, რომ მისი ქორწინება არ იყო მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული.
ცნობისთვის, ნინი ბადურაშვილის ყოფილი მეუღლე, ქართველი წყალბურთელი და ბიზმესმენი, ირაკლი კუტალაძე იყო.