„სტრიები ჩემს სხეულზე ჩემი სიამაყეა, ეს ნიშნავს, რომ შვილი მყავს…“

259

მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო ჟურნალ „სარკესთან“ პირადი ცხოვრების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მის მეუღლეს ცოლის პოპულარობა არ აკომპლექსებს:

„ჩემს ქმარს პოპულარული ცოლის კომპლექსი არ აქვს, პირიქით, ძალიან უხარია ჩემი წარმატებები, ყოველთვის მგულშემატკივრობს და ნომერი პირველი მრჩეველია ჩემთვის, დაწყებული ჩაცმიდან დამთავრებული კარიერული საკითხებით. თავად არანაირი სურვილი არ აქვს, რომ საჯარო ცხოვრებაში ჩაერთოს. პრინციპში, არც მე მაქვს დიდად ბობოქარი და საჯარო ცხოვრება. ჩემი საჯარო ცხოვრება ძირითადად სამსახურია…“