“დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი! მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ“

301

დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში მაქსიმ გალკინის საქველმოქმედო ტურნეს, რომლის ფარგლებში კონცერტი საქართველოშიც იმართება, ასე ეხმაურება:

,,დაირხა ხმა და მოჰყვა ერთი ამბავი!

მირეკავენ და ჯვარედინ დაკითხვას მიწყობენ!

პირდაპირ ვამბობ, გალკინი საქართველოში მე არ ჩამომყავს!!!

მიუხედავად ალა პუგაჩოვასთან ჩემი მეგობრობისა, გალკინის ჩამოსვლა არ უკავშირდება დათო ოქიტაშვილის სახელს, არც პირდაპირ, არც ირიბად!

დაიხსოვრეთ, მანქურთებო, დათო ოქიტაშვილმა იცის რას, რატომ და რა ვითარებაში აკეთებს ან არ აკეთებს თქვენგან განსხვევებით.

ასე რომ, გააგრძელეთ თხრა, თქვენთვის ბეტონი ისედაც მომაქვს!“, – დაწერა ოქიტაშვილმა.

No description available.