სამოქალაქო აქტივისტი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს” წევრი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში საკანდალურ პოსტს აქვეყნებს 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით.
„ცოტა ხნის წინ ჩემს ნომერზე განხორციელდა სატელეფონო ზარი და მე არც მორალური და არც მოქალაქეობრივი ვალდებულება არ მაძლევს იმის უფლებას, არ გავხადო ეს საჯარო.
2 საათის წინ დაწერილი პოსტის შემდეგ, რომელიც ფეხბურთელი ბიჭის, გიორგი შაქარაშვილის, ჯერ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას ეხებოდა, დაახლოებით 40-45 წუთში როგორც აღვნიშნე, შემოვიდა სატელეფონო ზარი, რა დროსაც მიხსნიდნენ, რომ მედია ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და მედიის მხრიდან მე შეცდომაში ვარ შეყვანილი და მთხოვდა, რომ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე არ მომეთხოვა საქმის გამოძიება.
გვარსა და სახელს არ დავასახელებ, არც ნომერს და ახლავე მზად ვარ, საგამოძიებო უწყებები თუ დამიბარებენ, მივაწოდო ინფორმაცია ამის თაობაზე.
კარგად მესმის ამ ზარის შინაარსი და კონტექსტი, რადგან ეს არის საქმის მიჩქმალვის უსუსური მცდელობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, დაუყოვნებლივ მოხდეს ამ საქმის ობიექტური და სწრაფი გამოძიება.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ამ წუთიდან მზად ვარ, სადაც დამიბარებენ საგამოძიებო უწყებები, მივიდე და ყველა შეკითხვას გავცე პასუხი, ამ სატელოფონო საუბართან დაკავშირებით.”- წერს კაჭკაჭიშვილი.