მწერალი დათო ტურაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში შესვლა გარდაუვალია, უბრალოდ ჩვენ გრძელი და რთული გზა გვაქვს გასავლელი.
„სინამდვილეში მე არ მომწონს მარტო იმაზე რომ არის ლაპარაკი, რომ ფინანსურად კარგია ევროკავშირში.
კი ძალიან ბევრი ფინანსები დაგვემატება, ევროკავშირში გაწევრიანდებით, ძალიან ბევრი რამ დაფინანსდება საქართველოში. მაგრამ მეორეს მხრივ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ეს სიმართლე იცოდეს საქართველომ, რომ მოგვიწევს ბევრი შრომა. მოგვიწევს განათლება, მოგვიწევს კონკურენცია. უსაქმურებისა და საბჭოთა ადამიანების სივრცე არაა ევროპა. წამოპლაკული რომ ხარ მთელი ცხოვრება და ცოლი გიგზავნის ხელფასს, ეს აღარ იქნება. უნდა ვიშრომოთ ყველამ. ეს არის რთული და მე მინდა, რომ რთული გზა ავირჩიოთ.
ეს იქნება რთული გრძელი გზა, მაგრამ შინ მივიდეთ მშვიდობით“, – თქვა დათო ტურაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.