“ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმს ტუტორიალები ჩამოურიგებია ტიკტოკში, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო თუ ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო”

515

ქალთა უფლებათა დამცველი ბაია პატარაია ტიკტოკზე გავრცელებულ რჩევას გამოეხმაურა, რომელიც გოგოს გათიშვას და გაუპატიურებას ეხება.

როგორც პატარაია აღნიშნავს, რჩევის ავტორი პასუხს აგებს.

“ვიღაც ახალგაზრდა ფსევდო-მაჩო ექიმი გამოსულა და ტუტორიალები ჩამოურიგებია ტიკტოკში, რომელი წამლით უნდა გათიშო გოგო და გააუპატიურო, თუ ის ფხიზელი სექსზე უარს გეუბნებაო.

ჯერ არ იცის, რა შარში გაყო რეგვენი თავი, რომელსაც ყველა კანონის მუხლზე ჩამოვარტყმევინებთ, რაც კი ამ ქვეყანაში არსებობს.

დანარჩენებმა კი იცოდეთ, რომ ძილში და/ან სხვა მხრივ უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალთან სექსი არ არსებობს – არსებობს მხოლოდ უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურება, რომელიც ისჯება 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით”, – წერს უფლებადამცველი.