მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში მსახიობ ია ფარულავასა და პროფესორ გიორგი ფხაკაძეს მიმართავს და საჯაროდ უხდის მადლობას მათ.
“მადლობა ჩემ მეგობრებს. ძალიან გამახარეს… ახლა ყველას სიტყვას და მხარში დგომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს… ორივე ძალიან დაუზარელი და ენერგიულია… კი ვეუბნებოდი, რომ ლამაზი, პატარა, მაგრამ საოცარი ძალის ტაძარია მეთქი, მაგრამ თვალით რომ ნახეს, უფრო დარწმუნდნენ… ძალიან მოინდომეს, რომ მალე აღდგეს და განახლდეს… მალე ჩატარდეს წირვა-ლოცვა… ია პირველი გარბის ხოლმე, თუ ვინმეს დახმარება დასჭირდა… თან სხვა ნიჭიც აქვს-ისე მოგანდონებს სიკეთის კეთებას, სხვასაც აიყოლიებს… მადლობა ყველაფრისათვის!..“, – წერს პეტრე კოლხი.