“ყოველი თქვენი მოლოცვა გვავსებს უსაზღვრო სიხარულითა და ხალისით”

391

ახალდაქორწინებული ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია და მომღერალი ლიზა ჩიჩუა თაფლობისთვეს საბერძნეთში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ატარებენ.

ლიზა ჩიჩუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მადლობას უხდის.

“გვსურს, გამოვხატოთ უღრმესი მადლიერება ყოველი თქვენგანისადმი მოლოცვისათვის, საოცარი სითბოს, სიყვარულის, მრავალი კეთილი სურვილისა და სრულიად განსაკუთრებული განწყობის შექმნისათვის.

ყოველი თქვენი მოლოცვა გვავსებს უსაზღვრო სიხარულითა და ხალისით, ყოველი თქვენი სიტყვა სტიმულის მომცემი და საოცრად ამაღელვებელია ჩვენთვის, რისთვისაც გადაგიხდით უღრმეს მადლობას. უპირობოდ გვიყვარხართ!“, – წერს ლიზა ჩიჩუა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი მაქაცარი და ლიზა ჩიჩუა 23 ივლისს დაქორწინდნენ, მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქორწილს “წლის ქორწილი” უწოდეს.