ახალდაქორწინებული ტელეწამყვანი, ირაკლი მაქაცარია და მომღერალი ლიზა ჩიჩუა თაფლობისთვეს საბერძნეთში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ატარებენ. წყვილი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“ბედნიერება და სიყვარული თქვენ, განსაკუთრებულად უნაკლო წყვილი “;
ასეთ წყვილზე ადამიანი ცუდს რომ იიტყვი, ბოღმა ხარ, სხვა რა აბა.ანათებთ;
ულამაზესი წყვილი;
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ელადაში, გილოცავთ ბედნიერებას გისურვებთ;
საუკეთესო წყვილი, ბედიერება თქვენ”,- წერენ წყვილის მიერ გავრცელებული ფოტოების ქვეშ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი მაქაცარი და ლიზა ჩიჩუა 23 ივლისს დაქორწინდნენ, მათ გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქორწილს “წლის ქორწილი” უწოდეს.



