“,ქეთი და გიო – უბრალოდ ძნელია, სიტყვებით გადმოსცე”

258
საქართველო 8 ადამიანს გლოვობს _ ვერტმფრენის ეკიპაჟის 4 წევრს, 2 ექიმს და 2  მაშველს. ისინი სხვა ადამიანების დასახმარებლად მიდიოდნენ, მაგრამ თავად  დაიღუპნენ.
ექიმი ანუ ხუბულავა თავის გარდაცვლილ კოლეგებზე წერს:
,,ქეთი და გიო – უბრალოდ ძნელია, სიტყვებით გადმოსცე. ქეთო, ჩემო ტკბილო, როგორ მიმძიმს, როგორი ტკივილი ხარ. სტუდენტობიდან, პირველად როცა დავიწყე ექიმობა, რამდენ რამეს მასწავლიდი, ჩემო ტკბილო. ჩემი მასწავლებელიც, მეგობარიც და დაქალიც იყავი. დღეს დილითაც ერთად ვიყავით, დილითაც იმდენი მეჭორავე, როგორც შენ იცოდი, ჩემო გოგო.
მთელ საქართველოს ვუსამძიმრებ ორი ნიჭიერი და ახალგაზრდა ექიმის გარდაცვალებას. ისინი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაიღუპნენ. მუშაობდნენ 24/7-ზე 112-ზე და მზად იყვენენ, საკუთარი სიცხოცხლის ფასად დახმარებოდნენ ადამიანებს. განისვენეთ მშვიდად ცათა სასუფეველში, თქვენ ანგელოზები იქნებით”.
No description available.