“რატომ დუმხართ ახლა, ელჩებო, ეს არის თქვენი მისია საქართველოში?”

671

სამოქალაქო აქტივისტი ლიკა გამრეკელი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

„სად არიან დემოკრატიული ქვეყნების საელჩოები, როდესაც ოთარ კახიძისნაირი უტიფარი პოლიტ-პროსტიტუტები, აფასებენ შარშანდელ მოვლენებს?!

რა მოხდებოდა მათ ქვეყნებში, თუ ოპოზიცია გადავიდოდა ძალისმიერ მეთოდებზე და იძალადებდა ქვეყნის პოლიციაზე? როგორ მოიქცეოდნენ ამერიკაში და სხვა სამაგალითო ქვეყნებში თუ მომიტინგეები, პოლიტიკოსები, პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოუწოდებდნენ აქტივისტებს და განხორციელდებოდა შტურმი კონსტიტუციურ წყობის დასამხობად?

რა ძალისა და იარაღის გამოყენება ჩაითვლებოდა კანონიერად, იმ შემთხვევაში, თუ მომიტინგეები დააპირებდნენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებში შესვლას? რას მოიმოქმედებდა თქვენი ქვეყნის პოლიცია თუ მომიტინგეები ბლაგვი საგნებითა და სხვაგვარი ქმედებებით დაუწყებდნენ ცემას და შეურაცხყოფას პოლიციას? რას მოიმოქმედებდნენ თქვენი სახელმწიფოები, თუ თქვენი ქვეყნის საკანონმდებლოს დეპუტატები, მოუწოდებდნენ მომიტინგეებს საკანონმდებლო ორგამოში შეჭრისაკენ?

პს. ჩვენ გვახსოვს 26 მაისის მოვლენების თქვენეული შეფასება, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა დაარბია და დახოცა მშვიდობიანი მომიტინგეები! დღეს დუმხართ!!!ეს არის თქვენი მისია საქართველოში?” – წერს ლიკა გამრეკელი.