თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს მერიტოკრატიის გარეშე.
მერიტოკრატია ნიშნავს ადამიანების დაფასებას მათი ნამოქმედარის მიხედვით.
ქართულ ტელემედიას არ გააჩნია არანაირი მორალური უფლება დემოკრატიის ხარისხზე დაიჩივლოს მაშინ, როდესაც თავად მერიტოკრატიას, დემოკრატიის აუცილებელ მდგენელს ანგრევს – ანადგურებს.
ოპოზიციური მედიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რამდენჯერ აღმოჩნდება შენი ანალიზი ყალბი სისულელე, რამდენს იფლიდებ, რამდენჯერ მოატყუებ მაყურებელს… ჰკიდიათ, არ სცემენ პატივს საკუთარ მაყურებელს.
მთავარია პატრონთან დარასკლადებული იყო და შეუზღუდავი ეთერი ეძლევა ყველა ფლიდს და რეგვენს, რომელსაც არც საღ აზრთან, არც სიმართლესთან, არც პატიოსნებასთან, არც ინტელექტთან ახლოს არ ჩაუვლია.
ქართული მედიისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა რამდენ უხერხულ სიმართლეს იძახი, რამდენად გყოფნის გამბედაობა დინების წინააღმდეგ წახვიდე და ადამიანებს ის სიმართლე უთხრა, რომლის თქმაც თავიდან ყველას ეშინია მაგრამ წლების შემდეგ, ყველა თანხმდება…
მნიშვნელობა არ აქვს ტყუილს იძახი თუ სიმართლეს, ჭკვიანურს თუ სულელურს – თუ პატრონთან დარასკლადებული ხარ, მიდი და იგრიალე!
ეს არის ამოსაძირკვი – ეს სიმახინჯეც უნდა დაინგრეს…”