ლაშა გურგენიძემ მრავალწლიანი ურთიერთობა ქორწილით დააგვირგვინა – ვინ არის მსახიობის რჩეული? (ფოტოები)

309

მსახიობი ლაშა გურგენიძე გრაფიკოს-დიზაინერ თაკუნა მჭედლიშვილზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი ბაზალეთის ტბაზე გადაიხადა. ისინი შეყვარებულები 6 წლის განმავლობაში იყვნენ, ხელი კი გურგენიძემ თავის მომავალ მეუღლეს პირდაპირ ეთერში სთხოვა.

ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო“? – ჰკითხა ლაშა გურგენიძემ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში თაკოს და  რა საკვირველია თანხმობაც მიიღო.

ხელის თხოვნიდან რამდენიმე თვეში წყვილმა ულამაზესი ქორწილი გადაიხადა.