სალომე ბაკურაძე და მისი მეუღლე ლაშა გურგენიძის ქორწილში ერთი დღით ადრე მივიდნენ

276

მსახიობ ლაშა გურგენიძის პანდემიის გამო გადადებული ქორწილი, ორწლიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა შედგა – ამ დღეს ის, მისი რჩეული და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებულად ელოდებოდნენ.

სალომე ბაკურაძე და მისი მეუღლე, ლაშა ბასლანძე, როგორც ჩანს, ამ დღეს ისე ელოდნენ, რომ ბაზალეთზე, სადაც ქორწილი იმართებოდა, ერთი დღით ადრე მივიდნენ.

ლაშამ იქ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:

„ერთი დღით ადრე მისულხართ ძმაკაცის ქორწილში? ჩვენ მივედით!“

მოგვიანებით, ამ თემაზე ქორწილში, რომელიც 31 ივლისს გაიმართა, თავად სიძემაც იხუმრა:

„რაღაცებზე დავრბივარ და უცებ მოდის მესიჯი… დღეს მახსოვდა, 30-ში და აქ ვართ ბაზალეთზე მე და სალომე… აი, ეს მესიჯი მომდის, რა გინდა, რომ ქნა. რვა წლის ვიყავი, ბოლო ასე რომ ჩავბჟირდი… ვიდექი და 20 წუთი ვიცინოდი…“

ესეც ჩვენი ორდღიანი ქორწილის ისტორია 😂