ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში ბავშვზე წერს, რომელიც უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად ხელნაკეთ სამაჯურებს ყიდდა.
“გუშინ ასეთი ბავშვი ვნახე ყაზბეგის გამზირზე, მის მიერ გაკეთებულ ბრასლეტებს ყიდდა, უკრაინელი მებრძოლების მხარდასაჭერად. მომერიდა, ფოტო არ გადავიღე. ერთი ბრასლეტი( კომენტარებში ფოტოზეა) შევიძინე და ცოტა მეტიც დავუტოვე…ზუსტად ასე გაებადრა სახე…
მჯერა, ეს ბავშვები იცხოვრებენ და გაიზრდებიან თავისუფალ, ევროპულ უკრაინაში, ლაღ, გახსნილ, პატრიოტ და პასუხისმგებელ მოქალაქეებად იქცევიან…პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი დღეს უკვე ბევრზე უფრო მეტი გააჩნიათ“, – წერს ბოჭორიშვილი.