“სამკურნალოდ წავედი, ახლა შევწყვიტე ეს პროცედურა და უკან ვბრუნდები ბოროტი ჭორიკანა, საშინელი ადამიანების ქცევების გამო”
უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე აცხადებს, რომ მკურნალობა შეწყვიტა და ისევ ფრონტის ხაზზე ბრუნდება. როგორც მებრძოლი განმარტავს, ამის მიზეზი მასზე გავრცელებული ჭორებია.
“მე არ ვარ გმირი, მე არც მინდა ეს დიდი და მძიმე ტვირთი ავიღო ჩემ თავზე. გმირები ისინი არიან ვინც იქ დარჩნენ, გმირი დათო რატიანია, გმირი ბეროა , გმირი ის 17 მებრძოლია ვინც იქ დარჩა მაგრამ ჩვენ გულში სულ იქნებიან. გმირები ჩემი მეგობრები არიან ვინც იქ ერთი წამითაც არ დაფიქრებულან იმაზე რომ ეს მათთვის ბოლო წუთი იქნებოდა. გმირები ისინი არიან ვინც 1 მარტს რიგში იდგნენ უკრაინის საელჩოსთან, და ვინც ჩემთან ერთად , მე მათთან ერთად წავედი უკრაინაში. გმირები, ანწუხელიძე , ტატუნაშვილი , ოთხოზორია და კიდევ სამწუხაროდ ბევრნი არიან. აი ესენი არიან გმირები. თურმე ბევრი ამბობს ჩემზე ცუდს და ცუდი ამბები დადის ქვეყანაში ჩემზე. ვიცი ასეც იქნება მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ. მე ბავშვობიდან ვერ ვიტან რუსეთს და რუსებს, მე ვტირი როცა რამეს საქართველოზე ამბობენ , კარგს თუ ცუდს არ აქვს მნიშვნელობა. ორივე შემთხვევაში ვტირივარ. იმიტომ რომ ერთი სიხარულის ტირილია მეორე სიმწრის. თუ ვინმე რამეს ჭორაობს ვთხოვ პირდაპირ მითხრას რა პრობლემა აქვს. მე იქ გულწრფელი ანთებული და მტრის სიძულვილმა წამიყვანა . იქაც რითიც შემეძლო და რაც შემეძლო ჩვენ ბიჭებს მხარში ვედექი და არც თავი დამიზოგავს და არც სხვა მატერიალური რაც შესაძლებლობა მქონდა. ვინ ჭორაობთ მოდით თუ კაცები ხართ და მითხარით პირდაპირ . და ოჯახს არ აქვს მნიშვნელობა ის ყოფილია თუ არა ნუ შეეხებით ნუ იჭორავებთ რადგან დიდ ცოდვას ჩაიდენთ რადგან შვილი ვერ გაგიგებთ . ეს ხელშეუხებელია იცოდეთ . ნუ დაუპირისპირებთ შვილებს მშობელს რადგან შენი შვილი დაგიპირისპირდება ერთ დღეს და ძალიან უბედური იქნებით. ვიმეორებ. მე არ ვფიქრობ რომ გმირი ვარ . მე ერთი უბრალო მოკვდავი ვარ და ჩემი ქვეყნის სიყვარული მაქვს მხოლოდ . თუ ხვალ იტყვით ამ ქვეყანას ეშველება მე მზად ვარ წამითაც არ დავფიქრდე და თავი შევწირო ჩემ ქვეყანას. ეს პიარი არ არის და ეს ჩემი გულწრფელი სიტყვებია. არასდროს ვინანებ იმ 4 თვეს რაც უკრაინაში გავატარე ჩემს თამაბერძოლებთან , დათო რატიანთან თუ ნებისმიერ მებრძოლთან ვინც ჩემს გვერდით იყვნენ. ბიჭებო თქვენ კაცები ხართ.
პს: მე სამკურნალოდ წავედი. ახლა შევწყვიტე ეს პროცედურა და უკან ვბრუნდები ბოროტი ჭორიკანა და საშინელი ადამიანების ქცევების გამო. კითხვებს ნუ დამისვამთ . არ გიპასუხებთ , არ მაქვს #ბოროტსასძლიაკეთილმა”- წერს ხმალაძე.