ჯეი ლოს დედამთილი ტრავმის გამო კლინიკაში გადაიყვანეს

378

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის„საოცნებო ქორწილის“ დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბენის ვილაში, სადაც გრანდიოზული ცერემონიალი უნდა გამართულიყო, სასწრაფო მანქანა გამოჩნდა. როგორც ირკვევა, აფლეკის დედა,  კრისტინ ბოლდტი წაიქცა და ფეხი დაიზიანა. ჯეი ლოს დედამთილის, გადაუდებელი წესით კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, სადაც მას ჭრილობაზე ნაკერები დაადეს.

ფოტოები სულ ცოტა ხნის წინ „დეილი მეილიმ“გაავრცელა. ანერვიულებული ბენი ბოლთას სცემდა, იქვე იყო ჯეი ლოც. წყვილი კლინიკაშიც გადაიღეს. დასავლური მედიის ცნობით, ბენის დედას სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. ამიტომ, იმედი ვიქონიოთ, რომ „ბენიფერის“ „საოცნებო ქორწილს“ ხელს ვერაფერი შეუშლის.