უფლებადამცველი, მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ისხენებს თუ როგორ აღმოჩნდა ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ძლიერ წვიმაში ღია ცის ქვეშ.
“ესეიგი, 23 თებერვლის შემდეგ გავაუქმე იანდექსის აპლიკაცია და გადავედი Bolt -ზე.
ამათ ფასებზე, რომ არაფერი ვთქვა, სერვისითაც გამაოგნეს !!! ასე გვსჯიან ეტყობა სწორი პოზიციისათვის.
ახლა რა მოხდა,
საღამოს ბათუმში სეირნობისას ძალიან გაწვიმდა და ვინაიდან ვიყავი ბავშვებთან ერთად, 600 მეტრიან გზაზე გამოვიძახე ტაქსი. შემეშინდა ბავშვების გაციების.
შეკვეთის დადასტურებიდან მალევე მძღოლი მწერდა და დაჟინებით ითხოვდა შეკვეთის გაუქმებას. ვინაიდან ჩემი მხრიდან შეკვეთის გაუქმებისას ისევ მე მეჭრება თანხა, მოვითხოვე მას თავად გაეუქმებინა ან მოსულიყო.
თავხედი მძღოლი დაჟინებით მწერდა გაუქმების მოთხოვნას, თან დასძენდა ისეთს არაფერს ჩამოგაჭრისო
ამ მიმოწერაში თავად გააუქმა ისე, რომ მე ჩამომაჭრეს სრული მგზავრობის თანხა. თან ისე რომ ადგილზე არ მოსულა და ორი ბავშვით, საკმაოდ დიდ წვიმაში დავრჩი ქუჩაში !!!
მივიწერე მეილი-საჩივარი ყველა ელექტრონული საშუალებით, იმედი მაქვს ეს მძღოლი პასუხს აგებს ამ სითავხედისათვის !!!
თუ რეაგირება არ იქნება, მაშინ ბოლტი აგებს პასუხს და ნამდვილად არ დავიზარებ ამის გამო სასამართლოში წლობით სიარულს”, – წერს უფლებადამცველი.