უკრაინული გამოცემა “უნიანი”ცნობილ ქართველ მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეზე წერს, რომ მან 84 წლის იუბილეზე მოწყობილი გრანდიოზული კონცერტის შემოსავლით უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიკროავტობუსი უყიდა.
ამის თაობაზე ინფორმაცია, “ფეისბუქის” გვერდის საშუალებით, გენერალ დაშკევიჩის სახელობის 26-ე საარტილერიო ბრიგადამ გაავრცელა.
“გულითადი მადლობა ვახტანგ კიკაბიძეს, იმ ადამიანის საქციელისთვის, რომელსაც გული სტკივა უკრაინის გამო და ისურვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებას რუს ოკუპანტებზე”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, მიკროავტობუსი უკვე ჩაიყვანეს უკრაინაში და მალე გადასცემენ საარტილერიო ბრიგადას.
უკრაინელები მადლობის სიტყვებს არ იშურებენ კომენტარებში:
“მადლობა ღირსეულ ადამიანს!”
“დიდი მადლობა ამ საქციელისთვის!”
“ის დიდი ადამიანი და ჩვენი დიდი მეგობარია!”