მე-11 კლასელი, დავით ხაბეიშვილის ტრაგიკულად დაღუპვას ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ნანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურად ეხმაურება.
“ჩემი გული, სკოლის ღირსება და თავმოწონება, სიკეთე და სიყვარული…ვის ეყოფა სულის ძალა ,ამ ტკივილს გაუმკლავდეს… ჩემო თბილო დადუჩია..”, – წერს ნანა მგალობლიშვილი.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს დენმა დაარტყა, რის შედეგადაც ის დაიღუპა.