“ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ერთმანეთი გვიყვარს”

351

მომღერალი, მარკუს მეტრეველი დაქორწინდა. მისი რჩეული დალი ხაბულიანია, რომელიც პოლიტიკური საქმიანობითაა დაკავებული. მეტრეველმა “სარკესთან” რჩეულ ქალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დალის ზრდასრული შვილები ჰყავს.

ჩვენს საზოგადოებაში დიდი რაოდენობითა რის დაგროვებული ნეგატივი და ბოღმა. ეს ყველაფერი კი ჩემს შინაგან მდგომარეობაზე მოქმედებს. მეორე მხრივ, ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი ზედმეტი ყურადღების გარეშე ისევ და ისევ უკეთესი იქნებოდა ჩვენი ურთიერთობისთვის. ახლა ყველაფერი რომ დალაგდა, კარგად ვიცით ერთმ,ანეთზე ყველაფერი, გადავწყვიტეთ, უკვე საჯაროდაც დაგვედო ერთობლივი ფოტო. დალის ზრდასრული შვილები ჰყავს, მათ თავიანთი ოჯახები აქვთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არსებობს დისბალანსი, გაუგებრობები, მაგრამ იმედი გვაქვს, ყველაფერი დალაგდება და ყველა გაიგებს, რომ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია, ერთმანეთი გვიყვარს”, – განაცხადა მარკუსმა და დასძინა, რომ დალისთან ერთად კახეთში სახლი იყიდა, რომელიც წყვილმა ერთობლივად შეიძინა და ძალიან ლამაზი გამოვიდა: „მგონი, ძალიან ლამაზი გამოგვივიდა, სახელიც აქვს – სიყვარულის სახლი ჰქვია…“