„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ – რას წერს ქეთა თოფურიას ქმარი საქართველოში სტუმრობის შემდეგ

723

მომღერალი ქეთა თოფურია მეუღლესთან, ლევ ძენგოვთან ერთად საქართველოში ისვენებდა.

წყვილი კახეთს, კერძოდ, სიღნაღს ესტუმრა.

საქართველოში ძენგოვის სტუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რამზან კადიროვის მეგობარი მის შესახებ აგორებულ სკანდალს შემდეგი ანდაზით გამოეხმაურა: „აი, რას ამბობს ხალხი უმეცრებაზე: „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“

ცნობისთვის, ქეთა თოფურიას ქმრის საქართველოში სტუმრობას ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „საქართველომ რუსეთთან ფლირტი უნდა შეწყვიტოს“.

წყვილმა საქართველო, სავარაუდოდ, უკვე დატოვა. 

No description available.