როგორ უნდა უპასუხო ვინმეს ცინიკურ ან შეურაცხმყოფელ განცხადებას – ია ფარულავას პასუხი ყოფილი ქმრის სკანდალზე
მსახიობი და ტელეწამყვანი, ია ფარულავა სოციალურ ქსელში ცნობილი საახეების მიმართ გამოთქმულ ქებასა და ქილიკთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.
“წლების გამოცდილებამ ჩემს სფეროში ( ტვ. შოუ ბიზნესი ) მანახა, რომ არასოდეს არ უნდა ვუპასუხო ვინმეს ცინიკურ ან შეურაცხმყოფელ განცხადებას. ცნობილი სახე ნიშნავს იყო აცრილი ქებაზე და ქოქოლაზე…აიცერით აიცერით გამოგადგება”, – წერს ფარულავა.
შეგახსენებთ, რომ ფარულავას ყოფილმა მეუღლემ, ბიზნესმენმა ფადი ასლიმ მსახიობ შორენა ბეგაშვილის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა: „ღმერთო, გთხოვ შეცვალე საქართველო, როგორც შენ შეცვალე შორენა!“. ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის შორენა ბეგაშვილმაც უპასუხა ბიზნესმენს.