“პანიკაში ჩავარდა… მამამისს დაეტაკა, დროზე გავიქცეთ ქალაქიდან, თორემ მერე იტივტივებს მანქანა და ვეღარ დაქოქავო”
ოპერის მომღერალი, თამარ ივერი ბათუმში შვილთან და მეუღლესთან ერთად წვიმაში მოყვა. მომღერალი კოკისპირული წვიმით დაპანიკებული მცირეწლოვანი შვილის ემოციებზე სოციალურ ქსელში წერს.
“უგომ პირველად იგემა “ჯიგრულ-მამაპაპური”ბათუმური კოკისპირული წვიმა და პანიკაში ჩავარდა. დაეტაკა ფანჯრებს და კეტავს.ეხლა ეს წყალი ადიდდება,ჩვენს სართულამდე ამოვა და ფანჯრებში შემოხეთქავს “ტიტანიკში” რომ არის ისეო. მერე მამამისს დაეტაკა….დროზე გავიქცეთ ქალაქიდან,თორემ მერე იტივტივებს მანქანა და ვეღარ დაქოქავო. მეც სრული სერიოზულობით ვეუბნები….დაწყნარდი,ასეთი მომენტებისთვის მამას საბარგულში დასაკეცი ნიჩბები აქვს და გონდოლასავით გავცურავთ მანქანით-მეთქი. მადლობა ღმერთს გადაიღო….მაგრამ შევატყვე, გული კი დაწყდა მანქანით,ნიჩბებით ცურაობა რომ ვერ ნახა“, – წერს თამარ ივერი.