“დედამისი თურმე იქვე ბაზრობაზე მუშაობდა, ლამაზი ქერა ქალი რომ დგას აგერო-ასე ახსენებდნენ ერთმანეთს”

2,962

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს:

რა საშინელი კადრებია…რა იქნებოდა ამის ნახვა გიორგის მშობლისთვის.მისი შვილის უკანასკნელი წუთები…ბოლო ამოსუნთქვები…,ბოლო გულისცემა…ნეტა ისიც დაეკავებინათ და ძალით ჩაესვათ მანქანაში.ნეტა ვერ მოესწრო გაქცევა.ალბათ უცებ გაუხარდა კიდეც დავაღწიე ამ მოძალადეებს თავიო და სინამდვილეში კი აი რა მოხდა…
ბაზრობაზე შევიარე სწორედ იმ დღეს როცა გიორგი იპოვეს, იქ გავიგე ეს ამბავი.ყველა ტიროდა. დედამისი თურმე იქვე ბაზრობაზე მუშაობდა, ლამაზი ქერა ქალი რომ დგას აგერო-ასე ახსენებდნენ ერთმანეთს მის ვინაობას.სულ მასზე ვფიქრობ ეს
დღეები…პატიოსანი,მშრომელი ქალი…გაძლება მისცეს ღმერთმა…