შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, დაშავებული 8 წლის, დათი ქოქრაშვილის დედა, ქრისტინე მამუკაშვილი დათის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ისრაელში, ერთ-ერთ ტაძარშია გადაღებული.
შეგახსენებთ, 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ტროტუარზე მდგომ 8 წლის დათის მანქანა დაეჯახა. მოზარდისთვის ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო, რის შემდეგ ბავშვი სამკურნალოდ ისრაელში გადაიყვანეს. მოზარდს 6 ოპერაცია ჩაუტარდა. ის ერთბვიანი ხელოვნური ძილიდან გუშინ გამოიყვანეს.