“ადამიანის განვითარების ერთ-ერთი გზა არა მხოლოდ რაღაცების შეძენა, არამედ რაღაცებისგან გათავისუფლებაც არის”
ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია განვითარების გზებზე და წარუმატებლობის რამდენიმე მაგალითზე საუბრობს.
“ვფიქრობ, წარუმატებლობას იწვევს:
არასისტემური განათლება ან გაუნათლებლობა;
შესაბამისი უნარების (ნებისყოფა, შრომისმოყვარეობა, ანალიზი, გადაჭარბებული ან არასაკმარისი თვითშეფასება; შეუპოვრობა…) არარსებობა;
თვითრწმენის არარსებობა;
მარცხის მიმართ მდგრადობის არარსებობა;
არასწორი არჩევანი (მაგალითად – პროფესიის ან ადამიანის) ან ალგორითმის (მიზნისკენ სავალ ნაბიჯთა თანმიმდევრობის) გაუაზრებლობა;
გადაწყვეტილებათა
კორექციის (ზოგადად – ცვლილებათა) შიში;
შეცდომის აღიარების შიში;
პასუხისმგებლობის აღების შიში;
მოვლენათა საბედისწერო გადახლართვა (როდესაც მიზეზი ადამიანის მიღმაა და მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია);
პოზიტიური განწყობის არარსებობა – უიმედობა ან სასოწარკვეთა.
ადამიანის განვითარების ერთ-ერთი გზა არა მხოლოდ რაღაცების შეძენა, არამედ რაღაცებისგან გათავისუფლებაც არის.
მეცხრეს გარდა, ყველაფერი ჩვენს ხელშია”, – წერს გია მურღულია ფეისბუქში.