“სხვის უბედურებაზე პირადი ბედნიერება არ ამიწყია“

362

ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს.

„არავის მშურს, არავისთვის ფეხი არ დამიდია, არავისზე ცუდს არ ვლაპარაკობ, მით უფრო, ზურგსუკან. არც ვინმეს ვლანძღავ, არც შეურაცხვყოფ. თუმცა, რა თქმა უნდა, მაქვს სისუსტეები და ცუდი აზრებიც მომსვლია. სურვილი გამჩენია, ვინმესთვის რამე დამეშავებინა. ხანდახან გამოუსწორებელი ჯიუტი ვარ, აი, ისეთი, ვირზე შეჯდაო, რომ ამბობენ.

ძალიან გაბრაზება და უბრალო რამეზე წყენა შემიძლია. საშინელი ფიცხი ვარ.

ასეთ დროს საკუთარ თავს სულ ვეჭიდავები და სისუსტეებს ვახშობ.

მახარებს და მაბედნიერებს, როცა ჩვენიანები წარმატებებს აღწევენ, საქმეს იწყობენ, ახალს ყიდულობენ, ფულს შოულობენ, სახლებს იშენებენ.

ასეთ დროს მეზეიმება, სული ხარობს.

ვაღიარებს სხვის უპირატესობასა და უკეთესობას. შეცდომებს სხვას არ ვაბრალებ.

სხვის უბედურებაზე პირადი ბედნიერება არ ამიწყია.

დიახ, ამ ყველაფრის გამო, უზომოდ ბედნიერი ვარ.

ეს ყველაფერი ახალგაზრდობის მთავარ საიდუმლოდ მიმაჩნია“, – წერს გოგა ჩანადირი.

 

No description available.