ნელი აგირბა „ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, რომ ბოლო ორი წელია, სიმშვიდეს მიაღწია და პირად ურთიერთობებში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ ამოძრავებს:
„მივაღწიე სიმშვიდეს, რაც სიახლეა ჩემთვის. ორი წელია, მშვიდად ვარ. არ ვეძებ ურთიერთობებს. სიმშვიდე მარტო ყოფნაში ბევრად მარტივია, ვიდრე ურთიერთობაში. ამ დროის განმავლობაში განდეგილი ბერივით ვიმუშავე საკუთარ თავზე (იცინის).
სიახლე არის ის, რომ ადრინდელისგან განსხვავებით, ურთიერთობაში შესვლის დაუოკებელი სურვილი აღარ მაქვს. მარტო დარჩენის შიში მქონდა, იმიტომ, რომ საკუთარი თავის სიყვარული არ ვიცოდი. მეგონა, მიყვარდა საკუთარი თავი, თუმცა აღმოჩნდა, რომ წარმოდგენაც არ მქონდა ამაზე. რაც საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე, აღარ მჭირდება გარედან იმის დადასტურება, რომ ღირებული ვარ და არც ურთიერთობებს ვიწყებ ვიღაცის გადასარჩენად…“