ლონდონში დედოფალს ემშვიდობებიან. ვესტმინსტერის სააბატოში სამეფო ოჯახმა სრული შემადგენლობით მოიყარა თავი. იქამდე კი დედოფალი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის ტაძარში გადაასვენეს. პროცესიას წინ უძღოდა მეფე ჩარლზი, ასევე პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ და პრინცი ედუარდი. მათ უკან მოჰყვებოდნენ პრინცი უილიამი და ჰარი.
ამ დღეს ისევ ერთად ვიხილეთ ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი. უელსის პრინცესამ დედოფალს პატივი სპეციალური ჟესტით მიაგო. ქეითს შავ პალტოზე ზუსტად ის ბროში ეკეთა, რომელიც მას დედოფალმა აჩუქა. თავად დედოფალიც ამ ძვირფასი სამკაულით არაერთხელ ვიხილეთ. რაც ეხება მეგანს, მას დედოფლის ნაჩუქარი მარგალიტის სამკაული ეკეთა, რომლითაც პირველად ის 2018 წელს, დედოფალთან ერთად ოფიციალური ვიზიტისას გამოჩნდა.