პოლიტიკური პარტია „ლელოს“ წევრი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
“16 წლიანი ისტორიის დობილი, მეგობარი და გულშემატკივარი დავკარგე, მეც, ჩემმა სხვა მეგობრებმაც, ნათესავებმაც და თავისმა ორმა პაწია ბავშვმა.
27 წლის განმავლობაში პირველად დავფიქრდი, რომ საკუთარ ცხოვრებაში ბევრი რამ აუცილებლად უნდა შევცვალო”, – წერს კუპრაძე.
“თრომბი, უცაბედად, სრულიად ჯანმრთელი. 21 დღის წინ შეეძინა მეორე შვილი. 28 წლის სრულიად ჯანმრთელი გოგონა“, – განმარტავს კუპრაძ ამავე სტატუსის კომენტარებში.