„ახლა, როგორც არასდროს, გვერდში უნდა დავუდგეთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს პრეზიდენტს“

237

ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის ფაქტს, კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი ეხმიანება:

„ბოლო თვეების განმავლობაში, ომი რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური გახდა . დღეს კიევის რეჟიმი იმართება იმ ადამიანების მიერ, ვისაც ფრონტზე დაღუპულები არ ადარდებს, ამიტომ არავითარი სხვა ვარიანტი, მოგების გარდა, არ დაგვრჩენია. არ აქვს აზრი მოლაპარაკებებს ნეონაცისტურ, მარიონეტულ რეჟიმთან. ახლა როგორც არასდროს, გვერდში უნდა დავუდგეთ  ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს პრეზიდენტს და გავხდეთ ის რუსეთი, რომელიც არ ტოვებს საკუთარ ხალხს“ – წერს კანდელაკი ტელეგრამზე.