“ვინც თბილისელი არაა და თბილისში უნდა ცხოვრება, აქ ცხოვრების მოსაკრებელი დაუწესდეთ”

187

ჟურნალისტი, ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავისი ახალი ინიციატივის შესახებ წერს:

“ინიციატივა მაქვს – ვინც თბილისელი არაა და თბილისში უნდა ცხოვრება, აქ ცხოვრების მოსაკრებელი დაუწესდეთ.

მოსაკრებელი არ შეეხოს ტურისტული მიზნით შემოსულებს.

ხოლო, საცხოვრებელი მიზნით თბილისში ჩამოსული უცხოელი ორმაგად დაიბეგროს.
თბილისში ვიმშობიარო რომ მერე არ გადავიხადო, ეგეთებს არ ვართ. ( ამ სიტყვებითვე ჩაიწეროს საკანონმდებლო მაცნეში )
თბილისელი მოვიყვანო და ჩავეწერო, ეგ თქვენი ნება და გაქანების სქილებია.

თუ ფულს იშოვი და თბილისში ბინის ყიდვას მოინდომებ მოსაკრებელი გაგინახევრდეს ბიზნესის ხელშეწყობისთვის, მაგრამ იცოდე მაინც ის დარჩები რაც ხარ.
თუ თბილისი არ ხარ და თბილისში ოპერირებ მაშინაც დაწესდეს შეღავათები, გააჩნია ბიზნესი რამდენს წერს.
მოკლედ, თბილისი ლატექსის ქალაქი არაა, უკვე ნე მოჟუ რაა” – წერს ჟურნალისტი.