2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსს გლაზგო ან ლივერპული უმასპინძლებს

147

2023 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსს გლაზგო ან ლივერპული უმასპინძლებს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც „ბიბისი“ წერს, 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დიდ ბრიტანეთში გამართვა ორგანიზატორიების მიერ გადაწყდა, რადგან წინა წლის გამარჯვებული უკრაინა, რუსეთის მიმდინარე აგრესიის გამო, ვერ შეძლებს კონკურსის მასპინძლობას.

სიმღერის კონკურსის მასპინძლობის სურვილი ბრიტანეთის 20-მა ქალაქმა გამოთქვა, შემდგომ ქალაქების რიცხვი შვიდამდე შემცირდა, საბოლოოდ კი შერჩეულ იქნა ორი ქალაქი – გლაზგო და ლივერპული. ორივე ქალაქში მდინარისპირა არენებია განთავსებული, სადაც შესაძლებელი იქნება კონკურსის გამართვა.

„ბიბისის“ ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება.

გამარჯვებულ ქალაქში ათასობით ადამიანი ჩავა და მთელ მსოფლიოში 160 მილიონი მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოექცევა.

ქალაქები რამდენიმე კრიტერიუმით შეირჩა, მათ შორის ქალაქს უნდა ჰქონოდა კონკურსის გასამართად შესაბამისი ადგილი და საკმარისი სივრცე სიმღერის კონკურსის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; კულტურული შეთავაზების სიძლიერე, რომელიც მოიცავს კადრს მიღმა ადგილობრივი და რეგიონული ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას, მათ შორის უკრაინული კულტურის და მუსიკის ჩვენებას და უნდა შეესაბამებოდეს „ბიბისის“, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებს, როგორიცაა მთლიანი აუდიტორიის ღირებულებების უზრუნველყოფა და დიდ ბრიტანეთში კრეატიული ეკონომიკის მხარდაჭერა.

„ევროვიზიის“ ორგანიზატორების განცხადებით, მასპინძელი ქალაქის არენა უნდა იტევდესდაახლოებით ათი ათას მაყურებელს, უნდა იყოს ხელმისაწვდომი საერთაშორისო აეროპორტი და ჰქონდეს საკმარისი ადგილები სასტუმროებში, სადაც განთავსება მინიმუმ ორი ათასი დელეგატი, ჟურნალისტი და ღონისძიებაზე დამსწრე მაყურებელი.

„ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი დიდ ბრიტანეთში სულ რვაჯერ გაიმართა. კონკურსს ოთხჯერ ლონდონმა უმასპინძლა, ხოლო თითო-თითოჯერ ედინბურგმა, ბრაიტონმა, ჰაროგეიტმადა ბირმინგემმა.